ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები 6 თვის კუთვნილ ანაზღაურებასა და ქარხნის ამუშავებას ითხოვენ. შესაბამისი მოთხოვნით ქარხანასთან აქციაც გაიმართა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

საპროტესტო აქციაზე გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა თქვა, რომ ელმავალმშენებლის თანამშრომლებს ხელფასების დავალიანების ანაზღაურებას დაპირდნენ. მან ქარხნის 87 პროცენტის მფლობელს Loco Trans Ltd-ს მისწერა და თანამშრომლების მდგომარეობა გააცნო. როგორც პეტრიაშვილი ამბობს, კომპანიამ მას უპასუხა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

პეტრიაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ თანამშრომლების სახელფასო დავალიანება 14-17 მარტს ანაზღაურდება.

ამავე წერილში ნათქვამია, რომ Loco Trans მზადაა სამომავლო ინვესტორთან მოლაპარაკებები აწარმოოს და ქარხნის მუშაობა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, აქციონერი კომპანია ამბობს, რომ გენერალურ დირექტორთან 2019 წლის შემდეგ შრომითი ხელშეკრულება არ გაუფორმებია და თანახმაა ახალი ხელმძღვანელი დანიშნოს.

ქარხნის თანამშრომლები ამბობენ, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ბრძოლას გააგრძელებენ. 7 მარტს კი საინფორმაციო შეხვედრის გამართვას აპირებენ.