გუშინ Entertainment Weekly-მ HBO-ს საკულტო სერიალის სამეფო კარის თამაშები ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებთან ერთად, გამოცემამ თითოეულ პერსონაჟს დამოუკიდებელი ყდაც მიუძღვნა, რომელსაც სათაური თამაში დასრულდა აერთიანებთ.

სტატიაში, რომელიც სერიალის ფინალურ სეზონს ეძღვნება, აღნიშნულია, რომ მაყურებელს წინ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სანახაობა ელის.

ასევე, GOT-ის ერთ-ერთი რეჟისორი დევიდ ნუტერი ამბობს, რომ ფინალური სეზონი მასშტაბურთან ერთად ყველაზე ამბიციურიც არის და ამას მაყურებელი პირველივე ეპიზოდით შეატყობს.

აღმოჩნდა, რომ გამოცემას მხოლოდ ეს სიურპრიზი არ ჰქონდა მომზადებული და მთავარ ლუკმას ბოლოსთვის ინახავდა. EW-იმ ცოტა ხნის წინ შოუს პერსონაჟების ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და თან ათქმევინა, თუ რა ელით მათ პერსონაჟებს ყველაზე მასშტაბური შოუს ფინალურ სეზონში.

სოფი ტერნერი: ფინალურ სეზონში სანსა თავისი ლიდერობით დატკბება. მას დიდი გამოწვევები ელის იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც სურს, მის მმართველობას ბოლო მოუღოს.

მეისი უილიამსი: არია გაორებული იქნება, რადგან მას სურს, დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, თუმცა ამასთანავე გრძნობს, რომ ჯერ დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიუყვანია

ფოტო: EW

ლინა ჰიდი: როგორც ყოველთვის, სერსეი ფინალურ სეზონშიც იმ ინტრიგების ქსელში გაიხლართება, რომელიც თავადვე გააბა

ფოტო: EW

პიტერ დინკლეიჯი: ფინალურ სეზონში, რომელიც დიდ ინტრიგებს გვპირდება, ტირიონი ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არის სინამდვილეში

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ: ჯეიმი ისე მოიქცევა, როგორც თვლის, რომ სამართლიანია

ფოტო: EW

ნატალი ემანუელი: ის ხვდება, რომ მისი ცხოვრების მთავარი აზრი გრეი ვორმია და ხვდება იმასაც, რომ დიდი სიყვარულისთვის ბრძოლა ღირს

ფოტო: EW

კონლით ჰილი: ვარისი ეფექტური იქნება, როგორც ყოველთვის

ფოტო: EW

კიტ ჰარინგტონი: შესაძლოა, სამყაროს აღსასრული დგება, თუმცა ჯონ სნოუ შეყვარებულია და ისიც იცის, თუ ვინ არის

ემილია კლარკი: დეინერისმა უამრავი რამ დაკარგა, ნახა, განიცადა და ეტკინა. მან მთელი თავისი სიცოცხლე ამ ყველაფერთან ერთად გაატარა

ფოტო: EW

ალფი ალენი: არჩევანის გაკეთების დრო დადგა

ფოტო: EW

გვენდოლინ კრისტი: მისი სქესი უკვე აღარ არის განხილვის თემა და მას ყველა ისე მოეპყრობა, როგორც თანასწორს

ფოტო: EW

რორი მაკკენი: დადგა დრო, როდესაც ქოფაკს ექნება შანსი, საკუთარ ძმაზე შური იძიოს

ფოტო: EW

კერის ვან ჰუტენი: ამ სეზონში მელისადრას ძალიან მნიშვნელოვანი მისია აქვს შესასრულებელი

ფოტო: EW

ისააკ რაითი: ფინალურ სეზონში კიდევ უფრო დაბრძენებულ ბრან სტარკს ვნახავთ, რომელიც რობოტს ნაკლებად ჰგავს

ფოტო: EW

იაინ გლენი: მას უამრავი გამოწვევა ჰქონდა დეინერისთან დაკავშირებით, თუმცა ფინალურ სეზონში ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება

ფოტო: EW