ბავშვის უფლებათა კოდექსს საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. კანონპროექტს კენჭი 5 მარტის სხდომაზე უყარეს. ბავშვის უფლებათა კოდექსის განსახილველად წამყვანი ადამიანის უფლებათა კომიტეტია.

ჯანდაცვის კომიტეტზე კანონპროექტის განხილვა, გუშინ 4 მარტს დაიწყო, თუმცა დეპუტატებმა კენჭის ყრა ვერ მოასწრეს.

ბავშვთა უფლებათა კოდექსი იქნება სპეციალური კანონი, რომელიც დაადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.

ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი 15 თავისგან და 95 მუხლისგან შედგება. ეს ვერსია საბოლოო არ არის და საპარლამენტო განხილვების დროს, სავარაუდოდ, შეიცვლება. კოდექსის სამუშაო ვერსიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე, სოციალური დაცვისა და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლებებზე.

საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, აღმოფხვრას უთანასწორობა, გააძლიეროს ოჯახები და შეუქმნას უსაფრთხო გარემო ბავშვებს. კანონპროექტი სახელმწიფო სტრუქტურებს კოორდინაციისა და ანგარიშვალდებულების პასუხისმგებლობასაც აკისრებს.

გაიგე მეტი: