ზურაბ აბაშიძე: ქართულ-რუსული ურთიერთობა ჩიხში შევიდა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა ჩიხში შევიდა. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება უფრო და უფრო მძიმდება.
"ამავე დროს ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან, გვაქვს ამ ქვეყანასთან ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, გვაქვს ჰუმანიტარული ურთიერთობები, ტურიზმი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავუხატოთ რეალური სურათი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს", — განაცხადა აბაშიძემ პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მანვე აღნიშნა, რომ სიტყვები "პროგრესი, წინსვლა და გაუმჯობესება" რუსეთთან ურთიერთობის დასახასიათებლად არასდროს გამოუყენებია.
აბაშიძეს დღეს, 4 მარტს პარლამენტის საგარეო ურთერთობათა კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმინეს. აბაშიძის განცხადებით, შეხვედრა ურთიერთსასარგებლო იყო.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა და რუსეთის მუქარა
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმართა. შეხვედრის დაწყებამდე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ქართველი კოლეგა "უსიამოვნო მოულოდნელობებზე" უნდა გააფრთხილოს. შეხვედრის შემდეგ კი მან აღნიშნა, რომ თბილისმა უნდა აირჩიოს ან რეგიონული კეთილდღეობა, ან ევროატლანტიკური კურსი.
"ისინი ნატოსკენ სწრაფვაზე, ევროპული დემოკრატიის ე.წ. რუსულ საფრთხეებზე და მსგავს თემებზე საუბრობენ. ბუნებრივია, ეს გვაწუხებს. ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ხელს არ უწყობს", — თქვა კარასინმა.
მისი თქმით, თუ სამხრეთ კავკასიაში ნატოს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ადრე თუ გვიან ეს პრობლემებს მოიტანს. მისივე თქმით, უკრაინაშიც პრობლემები ასე დაიწყო და საქართველოსთან მიმართებაშიც ანალოგიური საკითხი დგას.
აბაშიძემ განაცხადა, რომ კარასინის მუქარა საქართველოსა და უკრაინის მიმართ მიუღებელია. მისი თქმით, ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს.
პრაღის შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ საკითხები განიხილეს. საუბრის ერთერთი მთავარი თემა საბაჟო მონიტორინგის შესახებ საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება იყო, რომლის შესრულება, ზურაბ აბაშიძის თქმით, "სუბიექტურ და ობიექტურ" სიძნელეებს აწყდება.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები