ამერიკელ-იამაიკელი სუპერმოდელი და მომღერალი გრეის ჯონსი 70 წლის ასაკში პოდიუმზე გრაციოზულად დაბრუნდა.

ლეგენდარული მოდელი ზენდაიას და ტომი ჰილფიგერის საერთო კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა და პარიზის მოდის კვირეულზე 70-იანი წლების ოქროს ხანა დააბრუნა.

ცისარტყელის ფერებში გადაწყვეტილ მბრწყინავ პიჯაკთან ჯონსს ოქროსფერი ბოდე ეცვა, რომელშიც მისი ფიზიკური უნიკალურობა კიდევ უფრო გამოსჭვიოდა.

ასე რომ, თუ გკითხავენ, როგორი სიბერე გსურთ, შეგიძლიათ ეს ვიდეო თამამად გაუგზავნოთ.