გარემოსდამცველები მუდამ ეძებენ ახალ-ახალ გზებს, თუ როგორ დაგვაფიქრონ ცხოველებზე, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან. შოკისმომგვრელი პოსტერები თუ ფოტოები ერთი გზაა, თუმცა არსებობს არანაკლებ ქმედითი და ბევრად უფრო ემოციური ფორმაც - ანიმაცია.

Zombie Studio-ს მიერ შექმნილი 3-წუთიანი ანიმაცია, რომელიც ველური ბუნების თემისთვის მიძღვნილი ფესტივალის გამარჯვებულია, ამის არაჩვეულებრივი მაგალითია.

ამ სევდიან და ძალიან ლამაზ ფილმში, რომელსაც Dream ჰქვია, ცხოველები Les Miserables-დან ერთ-ერთ სიმღერას მღერიან.

თავიდან ვხედავთ, რა ბედნიერად ცხოვრობენ ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოში, თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა კადრში შეიარაღებული ადამიანები ჩნდებიან. მათი შუბებისა თუ თოფების წინაშე ცხოველები უძლურნი არიან.

ანიმაცია გვახსენებს, რომ არ შეიძლება, ოცნებას "გადაშენების უფლება მივცეთ".