რამდენიმე წუთის წინ Entertainment Weekly-მ საკულტო სერიალის სამეფო კარის თამაშები ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.

ამ ფოტოების გარდა, გამოცემამ თითოეულ პერსონაჟს დამოუკიდებელი ყდაც მიუძღვნა, რომელსაც სათაური - თამაში დასრულდა აერთიანებთ.

სტატიაში, რომელიც სერიალის ფინალურ სეზონს ეძღვნება აღნიშნულია, რომ მაყურებელს წინ ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სანახაობა ელის.

გარდა ამისა, შოუს შემქმნელები საუბრობენ, რომ მერვე სეზონთან დაკავშირებით სიფრთხილის მაქსიმალური ზომები მიიღეს და საფრთხე იმისა, რომ სერიები წინასწარ გავრცელდება, არ არსებობს.

ასევე, GOT-ის ერთ-ერთი რეჟისორი დევიდ ნუტერი ამბობს, რომ ფინალური სეზონი ყველაზე მასშტაბურთან ერთად ყველაზე ამბიციურიც არის და ამას მაყურებელი პირველივე ეპიზოდზე შეატყობს.

ასე რომ, ისღა დაგვრჩენია 14 აპრილს დაველოდოთ და გავიგოთ, როგორ სრულდება ბრძოლა რკინის ტახტისთვის.