მუქარების შემდეგ გენდერის მკვლევარი, ხატია ახალაია სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილებს აახლებს. ახალი ვიდეო განათლებისა და შრომის ასოციაციის ფეისბუქგვერდზე 5 მარტს განთავსდება. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, გაკვეთილი მენსტრუაციულ ციკლს შეეხება.

სექსუალურ განათლებაზე ვიდეოგაკვეთილების მომზადების შემდეგ ხატია ახალაის სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ. ახალაია ამბობს, რომ მისი გაკვეთილები ბავშვების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა მათ ინფორმაცია დამახინჯებული გზებით არ მიიღონ.

როგორც თვითონ ამბობს, მას ფიზიკური გასწორებითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, ემუქრებოდნენ მის ოჯახსა და შვილებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო.