თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისში ბანკზე კიბერშეტევა განხორციელდა. მისი თქმით, ბანკის თანამშრომლებმა მიაგნეს ზუსტ მისამართს და ოთახს, საიდანაც ეს შეტევა განხორციელდა. მისივე თქმით, ეს ოფისი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და სავარაუდოდ, ის სივრცეა, საიდანაც ბოტები იმართებიან.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამ შეტევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს და დეტალური ინფორმაციაც მიაწოდეს.

"ამის შემდეგ ხუთი წერილი მივწერე მინისტრს იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგას [რას იძიებს] გამოძიება. ერთი კვირის წინ მივიღეთ ვიღაც გამომძებლის წერილი, რომ, თურმე, კომპიტერი არის ამოღებული და წაღებულია ექსპერტიზაზე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ვიცით დეტალური მისამართი და ოთახი", — განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ პარლამენტში პირველი ჩაშლილი მოსმენის შემდეგაც ისაუბრა ტროლების საკითხზე. მისი თქმით, თიბისიზე ბოტებისა და ფეიკნიუსების შეტევაა და ხდება საქმის ურცხვი ტირაჟირება.

სამთავრობო ტროლები ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა თიბისი ბანკის წინააღმდეგ საქმეს ფულის გათეთრების მუხლით იძიებდა ფეისბუქზე ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მადესკრიტიდირებელი პოსტები გამოჩნდა. ფეისბუქტროლები სხვადასხვა გვერდზე და ჯგუფებში ერთი და იმავე ფოტოებს პოსტავდნენ.

არასამთვრობო ორგანზიაცია სამართლიანი არჩევნების კვლევის მიხედვით, ეს გვერდები წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებდნენ პოსტებს.

ტროლები ხელახლა გააქტიურდნედ, მას შედეგ, რაც ცნობილი გახდა რომ ხაზარაძემ თანამდებობა დატოვა. მედიის განვითარების ფონდმა კვლევა ჩაატარა და დაასკვნა, რომ Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი სოციალურ ქსელში სომხეთის მოქალაქის ფოტოებს იყენებდა. ის მართავდა რამდენიმე ფეისბუქგვერდს, რომელიც სამთავრობო მესიჯებს ატარებს და ხაზარაძის გარდა ოპოზიციის დისკრედიტაციასაც ეწევა.