თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. ამის შესახებ მან პარლამენტში ევროპული საქართველოს დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ისაუბრა.

დღეს, 4 მარტს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ. ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ მაღალჩინოსანმა წერილი მიწერა, რომელშიც ეწერა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარესზე.

ამავე სხდომაზე ხაზარაძემ განაცხადა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე აშანტაჟებდნენ. ის ორივე მათგანის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.