აშშ-ში ალაბამას შტატში ტორნადოს შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

სტიქია ალაბამას შტატის სამხრეთ ნაწილს, ლის რეგიონს 3 მარტს დაატყდა თავს. ადგილობრივი შერიფის, ჯეა ჯონსონის თქმით, ტორნადომ კატასტროფული შედეგები მოიტანა. 4 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ალაბამას მეტეოროლგის, ერიკ სნიტილის თქმით, ლის რეგიონში ტორნადოს შედეგად იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ჯამში 2018 წელს აშშ-ში.

ფოტო: AP

ფოტო: AP