მართალია, კორტნი კოქსი ინსტაგრამს სულ რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა, თუმცა უკვე მოახერხა და ჩვენი გულები სოციალური ქსელიდანაც დაიპყრო.

მაგალითად, როცა გაგვიმხილა, რომ თავის შვილს ძილის წინ Friends-ს აყურებინებს.

ან, როცა ედ შირანთან ერთად გადაღებული ასეთი უცნაური სელფი გაგვიზიარა.

თუმცა, ყველა მაინც მისი და Friends-ის სხვა მსახიობების ერთობლივ ფოტოებს ველით. რაღა თქმა უნდა, კორტნი არც ამ სიამოვნებას გვაკლებს.

როგორც ხედავთ, კორტნი ნელ-ნელა ინსტაგრამის ნამდვილი დედოფალი ხდება. ამის დასტურად კი მისი ახალი ვიდეო უნდა გიჩვენოთ, რომელშიც ის საკულტო Friends-ის ერთ-ერთ სცენას რეალურ ცხოვრებაში აცოცხლებს.

View this post on Instagram

Just another Friday night #pivot

A post shared by Courteney Cox (@courteneycoxofficial) on

თუ ასეთ სცენას მეგობრებში ვერ იხსენებთ, მაშინ აუცილებლად ნახეთ ეს ეპიზოდი როსის არაჩვეულებრივი შესრულებით.

ყოჩაღ კორტნი, როსი იამაყებდა შენით!