მუსიკალური კონკურსის საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2019 წლის ევროვიზიაზე.

ოთო ნემსაძე ევროპელი მაყურებლის წინაშე რომა გიორგაძის სიმღერით "სულ წინ იარე" წარდგება.

გასულ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული ნეტა ბარზილაი გახდა. შესაბამისად, კონკურსის წესების თანახმად ევროვიზია 2019 თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.

ევროვიზია 2018-ზე საქართველოს ეთნო-ჯაზ-ჯგუფი ირიაო წარადგენდა. თუმცა, ის კონკურსის ფინალში ვერ გავიდა.