2012 წლის შემდეგ, როცა მარსის როვერი Curiosity წითელ პლანეტაზე დაჯდა, მისი გამოგზავნილი ბევრი ფოტო ვნახეთ. იმდენიც კი, რომ ფეისბუქზე ზოგი არაპოზიტიური ადამიანი, იმასაც წერდა, "გავიგეთ, რომ მარსზე ხარ და ნუ შეგვაწუხე ამ სელფებიიიით". მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს ადამიანები უმცირესობაში არიან, ხოლო სხვები არათუ არ შევწუხდით, არამედ ყოველთვის გვიხარია ახალი ფოტოების ნახვა მეზობელი პლანეტიდან.

Curiosity-მ რამდენიმე საათის წინ ახალი ფოტოები გამოგზავნა. მისი კამერის ობიექტივში, ამჯერად, წითელი კანიონები მოხვდა.

ფოტო: NASA

მარსი დედამიწას ძალიან ჰგავს, რომ არ ვიცოდეთ, რომ ამ პლანეტის ატმოსფერო ჩვენი ფილტვებისთვის გამოსადეგი არ არის, არც ერთი ჩვენგანი იტყოდა უარს იქ სირბილსა და ბოდიალზე.

ფოტო: NASA

ფილმების გადასაღებადაც მშვენიერი ლოკაციებია. პოსტ-აპოკალიპტიკური სიუჟეტებისთვის აქაური ხედები მისწრებაა.

ფოტო: NASA

არც კლდეზე ცოცვის მოყვარულები იქნებოდნენ უკმაყოფილო.

ფოტო: NASA

ნასა ამ ფოტოებს ამერიკის კანიონებს და ველური დასავლეთის ხედებს ადარებს, ჩვენ კი ვთქვათ, რომ საქართველოსაც ჰგავს და ზუსტად ჩვენნაირი ლამაზი ხედებია წითელ პლანეტაზე.