ცნობილი რუსი მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი თავის ბენდთან ერთად თბილისში კონცერტს გამართავს. გრებენშჩიკოვისა და აკვარიუმის ღონისძიება თბილისში 14 აპრილს, მულტიფუნქციურ სივრცეში რესპუბლიკა გაიმართება და მუსიკოსის 65 წლის იუბილეს მიეძღვნება.

"მიეცით ადამიანებს იმაზე მეტი, ვიდრე ისინი ელიან და გააკეთეთ ეს სიხარულით", - ესაა მუსიკოსის ცოცხალი კონცერტების დევიზი.

რუსული როკის ისტორიაში ბორის გრებენშჩიკოვი საკულტო ფიგურაა. ჯგუფი აკვარიუმი მან 1972 წელს, ანატოლი გუნიცკისთან ერთად დააარსა და აღიარება მალევე მოიპოვა.

"ის განუწყვეტლივ და ყველგან ახალი რეალური სამყაროს ძიებაშია, რომელიც ამავდროულად სურეალისტურია. და სწორედ ამ სამყაროს აღმოჩენა შეუძლია ჩვენს მსმენელს", - ვკითხულობთ ანონსის გვერდზე.

ბილეთების ფასი 90 ლარიდან იწყება და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ, TKT.ge-ზე.