სტეფანი ჯერმანოტა, ვერასდროს გახდები ცნობილი — სტუდენტ ლედი გაგას თანატოლები ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფში დასცინოდნენ
მაშინ, როცა ფეისბუქი ერთი წლის შექმნილი იყო და მსოფლიო სულ სხვანაირი იყო, ლედი გაგას გარშემომყოფები ნამდვილი სახელითა და გვარით იცნობდნენ.
სტეფანი ჯერმანოტა თავისი თინეიჯერობის წლებში პოპულარული არ იყო, თუმცა მის მცდელობას, ეპოვა წარმატება და გამხდარიყო ცნობილი, თანატოლები ირონიით ხვდებოდნენ.
სტუდენტობისას, გაგას ჯგუფელებმა ფეისბუქზე ჯგუფი შექმნეს, სახელად "სტეფანი ჯერმანოტა, ვერასდროს გახდები ცნობილი".
ჯგუფში სულ 12 წევრი იყო. ამ დროისთვის, ის ფეისბუქმა ან თავად ავტორებმა გააუქმეს.
ჯგუფის სქრინები ტვიტერზე გაგას ფანებმა გაავრცელეს:
"არასდროს მოუსმინოთ მათ, ვინც ვერ გიტანთ. გჯეროდეთ საკუთარი თავის".
გაგამ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სწავლა მიატოვა, რათა მუსიკალურ კარიერას გაჰყოლოდა და ახლა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანია.
"როცა ახალგაზრდა ვიყავი და ფეისბუქი ერთი წლის იყო, ადამიანები სხვების დასაცინად ჯგუფებს აკეთებდნენ. მახსოვს, როცა გაგაზე შექმნილ ჯგუფს გადავაწყდი, ამან გული გამიტეხა.
ჯგუფი 18 წლის გაგას სურათებით იყო სავსე. ის სტუდენტი იყო, რომელიც ადგილობრივ ბარებში უკრავდა და მღეროდა. მის პოსტებზე იყო წარწერები, როგორიცაა "Attention Whore" [პროვოკატორი, რომელიც ყურადღებისთვის ყველაფერზე მიდის], "ნიჭიერია? არა"; "თავი ვინ ჰგონია?" ჯგუფში იყო მისი ბარში გამოსვლის პოსტერიც, რომელზეც ნაფეხურები ეტყობოდა", - წერს ჟურნალისტი ლორენ ბონი 2016 წლის ფეისბუქ პოსტში, რომელიც იმ დროს გაგას კურსელი იყო.
როგორც ის იხსენებს, 5 წლის შემდეგ ნიუ-იორკის მატარებელში იჯდა და New York Magazine-ში სტატიას კითხულობდა, ლედი გაგას პროფილზე.
"ტექსტში ავტორის აღნიშვნა იყო, რომ ლედი გაგას სასცენო სახელის უკან მისი ნამდვილი რეალური სახელი და გვარი იმალებოდა, რომელიც სტეფანი ჯერმანოტა იყო.
ღმერთო ჩემო, ვყვიროდი, ნუთუ ლედი გაგა სტეფანი ჯერმანოტაა? სტეფანი ლედი გაგაა?" - იხსენებს ის.
"მადლობა სტეფანი, რომ ყოველთვის გჯეროდა იმის, რომ სუპერვარსკვლავი იყავი, რომ გამოიყენე შენი ნიჭი და სიკაშკაშე სამყაროს უფრო გასაბრწყინებლად", - დასძენს ლორენი.
ფოტო: PA Images
ლედი გაგას ბულინგი თანატოლებისგან სკოლის ასაკშიც არ აკლდა. 2011 წელს გაგამ თავის წარსულზე ისაუბრა და ეს გამოცდილება 2012 წელს პაულა იოჰანსონის ავტორობით გამოცემულ ბიოგრაფიაშიც მოხვდა:
"პიცერიაში ვიყავი მეგობრებთან ერთად, როცა იქ ჩემი სკოლელი გოგოები და ბიჭებიც მოვიდნენ. იმ ბიჭებს მეც ვიცნობდი. მათ ხელში ამიყვანეს და სანაგვე ყუთში ჩამაგდეს. ყუთი ჩემი უბნის სიახლოვეს იდგა. გოგოები პიცერიიდან გამოდიოდნენ, როცა დამინახეს და ჩემზე სიცილი დაიწყეს. ერთ მომენტში მეც კი დავიწყე სიცილი, რადგან მერჩივნა გამეცინა, ვიდრე მათ ჩემი ცრემლები ენახათ. თუმცა ეს ნერვული სიცილი იყო. ერთ-ერთმა გოგომ მკითხა? "რა, ახლა ტირილს აპირებ? რა ყალბი ხარ".
გაგას მონაყოლს MTV-სთვის გადაღებული ვიდეო ერთვის, რომელშიც ის სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მონაწილეობს. ფანების შექმნილი ვიდეო ტვიტერზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გამოაქვეყნა.
2019 წელს ლედი გაგა მსოფლიო ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც ერთ წელს მოიგო გრემიც, ოსკარიც, ოქროს გლობუსიც და ბაფტაც. Celebrity Net Worth-ის ინფორმაციით, მისი შემოსავალი 300 მილიონი დოლარია. Forbes-ის მიხედვით, გაგამ მხოლოდ 2018 წლის დასაწყისში 50 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები