Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, სირიაში კრიზის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

ჯონ კერის განცხადებით,ორი მხარის პრეზიდენტებისა და ხალხის სახელით, ის და ლავროვი მოუწოდებენ სირიის ყველა დაინტერესებულ პირს, მხარი დაუჭირონ რუსეთსა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას:

"იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესების მეშვეობით ეს კატასტროფული კონფლიქტი დავასრულოთ".

გეგმის თანახმად, კონფლიქტში ჩართულმა ყველამ მხარემ ცეცხლი 12 სექტემბრიდან უნდა შეწყვიტოს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თვითმფრინავებს ოპოზიციის კონტროლირებადი ტერიტორიების თავზე ფრენა და ქვეყნის მასშტაბით რაიმე სახის სამხედრო ქმედების განხორციელება აეკრძალებათ. თუმცა, შეთანხმება ისლამისტებზე არ ვრცელდება.

მოსკოვი და ვაშინგტონი საკოორდინაციო ცენტრს შექმნიან, რომელშიც მხარეები ჯიჰადისტებზე განსახორციელებელ თავდასხმებზე შეთანხმდებიან. დაბომბვების უფლება მხოლოდ რუსულ და ამერიკულ თვითმფრინავებს ექნებათ.