შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ტაქსის იმ მძღოლებს, რომლებსაც მანქანის თეთრად გადაღებვის ვალდებულება აქვთ, სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეუცვლიან. დოკუმენტის შეცვლა დღეიდან, 2 მარტიდან არის შესაძლებელი.

"ტაქსის მფლობელ ფიზიკურ პირებს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო მოწმობის აღება მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი შეუძლიათ", — აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოწმობის შესაცვლელად საჭირო დოკუმენტები:

  • მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • ტაქსის ლიცენზია.

2018 წლის პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების ლიცენზირების სავალდებულო პროგრამა დაიწყო. 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან კი თბილისში ტაქსის ნიშნით მოძრავი მანანა მხოლოდ თეთრი უნდა იყოს.