საჩხერის მუციპალიტეტში, სოფელ ქორეთში "სოფლის მხარდამჭერი პროექტის" ფარგლებში 2016 წელს სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყო, თუმცა მასში წყალი არ ამოვიდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წყლის არსებობასთან დაკავშირებით წინსწრებით გეოლოგიური კვლევა არ ჩატარდა.

"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო პროექტის სათანადოდ დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება, შედეგად მოსახლეობა ვერ სარგებლობს განხორციელებული პროექტით", — ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ჭაბურღილის მსაწყობად 9,2 ათასი ლარი დაიხარჯა.