ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ტელეეკრანებზე 8 მარტს ბრუნდება. დღეს სერიალის მეთხუთმეტე სეზონის პირველ პრომოც გამოვიდა, რომელშიც ზაზას და ქეთის ვხედავთ.

ისინი ერთმანეთს ზაზას ნათესავის, ტატიანას პანაშვიდზე ხვდებიან:

სერიალის მეთხუთმეტე სეზონი ნაცნობ დროსა და არხზე გავა — პარასკევს, შაბათსა და კვირას, 23 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში.

როგორც სერიალის პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ On.ge-ს უთხრა, სერიალში კვლავ შევხვდებით მთავარ პერსონაჟებს, თუმცა, მისი სიტყვებით, კარგად დავიწყებული ძველი სახეებიც დაგვიბრუნდებიან.

გაიგეთ მეტი: