პატრიოტთა ალიანსის წევრი და პარლამენტარი ემზარ კვიციანი ამბობს, რომ 2020 წლის შემდეგ პოლიტიკაში ყოფნას აღარ აპირებს. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის გადაცემა 7VS1-ში განაცხადა. როგორც თვითონ ამბობს, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქველმოქმედებით დაკავდება.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რომ "წყვილების დახმარების ცენტრი პოლიტიკური ქულების დასაწერად ხომ არ იქნებოდა გამოყენებული. რაზეც კვიციანმა უპასუხა, რომ ჯერ უნდა ჰკითხო, საერთოდ აპირებს თუ არა პოლიტიკაში დარჩენას.

"უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ, ალბათ, ჩემს გზაზე წავალ".

გარდა ამისა, მან თქვა, რომ "წყვილების დახმარების ცენტრის" საქმიანობით დაკავებულ არ იქნება, თუმცა მხარში დაუდგება.