სამეფო კარის თამაშებს უყურებთ და ახალ სეზონსაც მოუთმენლად ელოდებით, რომელიც 2019 წლის 14 აპრილს დაიწყება?! მაშინ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. მით უმეტეს, თუ სახლში შინაური ცხოველიც გყავთ.

კეიტ აგაფონოვა უკრაინელი ხელოვანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იქამდე, სანამ ყინულისა და ცეცხლის ომში გამარჯვებულის ვინაობას გავიგებდეთ, შინაური ცხოველების დაფასებაზე ეზრუნა.

ფოტო: MadeForPets

ხელოვანმა ბუზღუნა კატებისთვის და დამჯერი ძაღლებისთვის, მათივე ზომის "რკინის ტახტები" შექმნა და შინაური ცხოველების მოყვარულ ადამიანებს, საკუთარი ოთხფეხა მეგობრების ტახტზე აყვანის საშუალება მისცა.

ფოტო: MadeForPets

"ტახტები რბილი რეზინითა და სხვადასხვა ფერის ქსოვილით არის შექმნილი", - წერს კეიტი საკუთარი ონლაინ მაღაზიის გვერდზე, საიდანაც მისი ხელნაკეთი ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ფოტო: MadeForPets

ფოტო: MadeForPets

ფოტო: MadeForPets

აღსანიშნავია, რომ შინაური ცხოველის ტახტზე აყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თითოეული ტახტის ფასი 272 დოლარია.