ვფიქრობ, დეკანოზი მამალაძე უდანაშაულოა და შეიწყალებენ — მეუფე ანტონი
"მე ვთვლი, რომ უდანაშაულოა [მამა გიორგი]. პატრიარქის პოზიცია არის დადებითი, როგორც გითხარით და იქნება დადებითი", — ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ციხის საავადმყოფოში პატიმარ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
მეუფე ანტონი გლდანის ციხის სამედიცინო ცენტრში პატიმარ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა. მისი თქმით, დეკანოზის საქმე სინოდმა ეკლესიის შიგნით სასწრაფოდ უნდა განიხილოს:
"საკითხი, მივიჩნევ, რომ აუცილებლად უნდა განვიხილოთ, ვალდებულები ვართ განვიხილოთ შიგნით. საპატრიარქო ყველაფრისთვის არის მზად, ნაბიჯი გადადგას შეწყალების მოთხოვნაზეც, ყველაფერზე არის საპატრიარქო მზად და მღვდელმთავრები ყველაფრისთვის ვართ მზად. დეკანოზი ძალიან ჯანსაღ და კარგ პოზიციაზე არის, აბსოლუტურად და თქვენც იხილავთ მალე, რომ ჩვენ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომ ის იქნება შეწყალებული, მოთხოვნა გაკეთდება, პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ გადადგამს ამ ნაბიჯს. თვითონ მსჯავრდებული იტყვის ყველაფერს და მე არ მინდა დავასწრო მოვლენებს".
ციანიდის საქმე
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2018 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები