ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ აშშ მოლაპარაკების გაგრძელებას მოითხოვს, ფხენიანის პოზიცია მაინც არ შეიცვლება. ეს განცხადება რი იონგ ჰომ ვიეტნამში ტრამპისა და კიმჩენინის სამიტის უშედეგოდ დასრულების შემდეგ განაცხადა.

გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ისინი სანქციებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითხოვდნენ და არა სრულად. მისი თქმით, ქვეყანას რეალური წინადადება ჰქონდა, რომელიც მოიცავდა ბირთვული კვლევით ცენტრის განიარაღებას აშშ-ს დაკვირვების ქვეშ.

"აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ამჟამინდელი ნდობის გათვალისწინებით ეს იყო ყველაზე მეტი, რისი შეთავაზებაც დენუკლერიზაციისთვის შეგვეძლო", — განაცხადა რი იონგმა.

სანაცვლოდ, მინისტრმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების ნაწილობრივ მოხსნას მოითხოვდა, რაც მისივე განმარტებით, ხელს უშლის ეკონომიკისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდას.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამიტი ვიეტნამის ქალაქ ჰანოიში რამდენიმე საათით ადრე დასრულდება. თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

გაიგე მეტი: ვერ შეთანხმდნენ — ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი რამდენიმე საათით ადრე დასრულდება