ისრაელის გენერალური პროკურორი პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებს. პროკურორმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს ბრალი წაუყენეს მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევის სამ შემთხვევაში. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

პროკურატურის ვარაუდით, პრემიერ-მინისტრმა ქრთამი აიღო მდიდარი ბიზნესმენისგან. ნეთანიაჰუ, რომელიც მონაწილეობს აპრილის არჩევნებში, ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ის არის მემარცხენე ძალების მსხვერპლი, რომელთა მიზანიც მისი ჩამოგდებაა.

პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, ჩაინიშნოს თავისი საქმის საბოლოო განხილვა ხელმეორედ, რომელიც სავარაუდოდ არჩევნები მერე მოხდება.

თუ სასამართლო მის არგუმენტებს არ გაიზიარებს, ისრაელის ისტორიაში პირველად პრემიერ-მინისტრი პასუხისგებაში მიეცემა.

ოპოზიციური პარტიების პოზიციით, თუ ეს მოხდება ნეთანიაჰუმ უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. პროკურატურის თქმით, მისი გადადგომის საკითხს უზენაესი სასამართლო განსაზღვრავს.