ილიაუნიში სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის საჯარო ლექცია გაიმართება
პირველ მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექცია "საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით" გაიმართება, რომელზეც მომხსენებელი აუდიტორიას თავის ხედვასა და რეკომენდაციებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით გააცნობს.
ქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება.
პროფესორი ლი ყაზახეთის ჰეპატო-ტრანსპლანტაციის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი, მიანმარის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და რამდენიმე მაღალრეიტინგული ქირურგიული ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრია.
ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სეულის უნივერსიტეტს, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკასა და კლინიკა ინოვას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების, კვლევის, პერსონალის გადამზადების, ერთობლივი კლინიკური, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით.
მედიცინის დოქტორს, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტიც. ამჟამად კი სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია.
პროფესორი ლი აღიარებულია, როგორც მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აქვს ჩატარებული, მათ შორის, 150-ზე მეტი კორეის გარეთ.
საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის 14 ღვიძლის გადანერგვის წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
პროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია, გენების გადაცემა, კიბოს ღეროვანი უჯრედები, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა, სანაღვლე გზების იშემია, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები