ოსკარის მფლობელი რემი მალეკი დიდი ალბათობით სულ მალე მოაწერს ხელს ახალ კონტრაქტს MGM-თან, რომლის მიხედვითაც ის კერი ფუკუნაგას ფილმში Bond 25 მთავარ უარყოფით როლს შეასრულებს.

მართალია, ამ ეტაპზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, თუმცა, როგორც სხვადასხვა გამოცემი წერენ, მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ნაწილზეა და საბოლოო გადაწყვეტილებაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გარდა იმისა, რომ ჯერ არავინ იცის მალეკი მიიღებს თუ არა მონაწილეობას ბონდიანას ახალ ფილმში, უცნობია დეტალები იმ პერსონაჟის შესახებაც, რომლის როლიც შესაძლოა მისტერ რობოტის ვარსკვლავმა მოირგოს.

იმ შემთხვევაში, თუ ოსკაროსანი მსახიობი როლს დათანხმდება, მას ისეთი მსახიობების გვერდით მოუწევს თამაში როგორებიც არიან დენიელ კრეიგი, ლეა სეიდუ, რალფ ფაინსი, ნაომი ჰარისი, ბენ უიშოუ და რორი კინერი.

წინასწარი ინფორმაციით, ფილმი ეკრანებზე 2020 წლის აპრილში გამოვა.