ის, რაც რძისა და ყველის მოხმარებამდე უნდა იცოდე
რძის პროდუქტები, მათ შორის ყველი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, რომელსაც საქართველოში მოიხმარენ. ადამიანის დაავადებების დაახლოებით 70 პროცენტი ცხოველური (ზოონეზური) წარმოშობისაა, თუმცა მოსახლეობის მხოლოდ ერთმა ნაწილმა თუ იცის იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც არასწორად შერჩეული რძის ნაწარმის შემთხვევაში შეიძლება დადგეს.
2018 წლის ზაფხულში საქრძეს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელსაც მოქალაქეები ყველის შეძენისას ითვალისწინებენ სავაჭრო ობიექტისა და პროდუქტის ეტიკეტირების ნაცვლად გემოა. გამოდის, რომ მოქალაქეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმ საფრთხეებს, რომელიც რძის პროდუქტების მოხმარება შეიძლება უქმნიდეს მათ ჯანმრთელობას.
კვლევიდან ჩანს, რომ მომხმარებლებისთვის უმეტესობა, ყველს "უწყინარ" პროდუქტად მიიჩნევს და არ აქვს შიში, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მოსახლეობას ნაკლებად აქვს ინფორმაცია ყველის მიღების შედეგად გამოწვეული მოწამვლების ან სხვა დაავადებების, მათ შორის ბრუცელოზის შესახებ.
ბრუცელოზი
ბრუცელოზის ბაქტერია ადამიანში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი) პროდუქტის მიღებისას, საქონლის მოწველის დროს და დაავადებული ცხოველთან ახლო კომუნიკაციით. დაავადების ადამიანზე გადადებისგან თავის ასარიდებლად ვეტერინარი მუდმივად უნდა ამოწმებდეს ცხოველს.
ბრუცელოზი არ ინკურნება და აუცილებელია ცხოველი სასაკლაოზე დაიკლას.
ბრუცელოზით დაავდებული ადამიანის სიმპტომები
- ცხელება და ზოგადი სისუსტე;
- ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
- სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი;
- მადის დაქვეითება, წონაში კლება;
- დეპრესია და უძილობა;
- კაცებში შესაძლოა, გამოიწვიოს უშვილობა; ქალებში — ორსულობის შეწყვეტ.
ანტიბიკრობულ რეზისტენტულობა
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების, ასევე, ხორცის მოხმარებას შეიძლება ახლდეს არის ანტიბიოტიკო რეზისტენტულობა. პრობლემა საქართველოსა და მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულების მანძილზე გახდა. ამის გამო ევროპის რიგ ქვეყნებსა და ამერიკაში ანტიბიოტიკების ფერმებში გამოყენების წესი გაამკაცრეს.
ცხოველების სწრაფად გასაზრდელად და დაავადებების პრევენციისთვის მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ხშირად იყენებენ ანტიბიოტიკებს. ანტიბიოტიკები ცხოველის ორგანიზმში 3-დან 20 დღემდე რჩება. ამ დროს ცხოველისგან მიღებული რძის პროდუქტები და ხორცი საფრთხის მატარებელია ადამიანებისთვის.
"თუ ფერმერი არ იცავს ანტიბიოტიკების მოცდის პერიოდს, მის მიერ წარმოებული რძისა და ხორც პროდუქტები საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე აღნიშნული პროდუქტების სხვა მომხმარებლებს. სწორედ ამიტომ ამ მედიკამენტების გაყიდვა, როგორც ადამიანებისთვის, ასევე, ცხოველებისთვის უნდა ხდებოდეს, მხოლოდ რეცეპტით", — ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.
რას საფრთხეს ატარებს რძისა და ხორცპროდუქტებით ადამიანში ანტიბიოტიკების მოხვედრა
ცხოველური პროდუქტიდან ადამიანში ანტიბიოტიკების მოხვედრის შემთხვევაში ორგანიზმს რეზისტენტულობა გამოუმუშავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიები ანტიბიოტიკებზე აღარ რეაგირებენ. ამ მიზეზის გამო უფრო ძლიერმოქმედი მედიკამენტების დამზადება ხდება საჭირო.
გარდა ამისა, ანტიბიოტიკები ადამიანის ორგანიზმში მხოლოდ დაავდების გამომწვევ ბაქტერიებს არ ანადგურებენ, მათ შორის ნადგუდება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ბაქტერიებიც.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები