თუ ხელფასს იმის გაკეთებაში გიხდიან, რაც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს, შეგიძლია თქვა, რომ საოცნებო სამსახური გაქვს.

ამ ბოლოს კი კომპანიები უამრავ საინტერესო ვაკანსიებს გვთავაზობენ: კნუტების და ლეკვების მომფერებელი, მოგზაური მწერალი...

რას იტყოდით, შოკოლადის გასინჯვაში საათში 14 დოლარი რომ გადაეხადათ?

ბრიტანულმა კომპანიამ Cadbury ტკბილეულის მოყვარული მოქალაქეების ოცნება რეალობად აქცია. ის შოკოლადის პროფესიონალ გამსინჯავებს ეძებს.

Cadbury-ის სურს ახალი პროდუქცია ახალმა თანამშრომლებმა იქამდე გასინჯონ, სანამ ის 150 ქვეყნის მაღაზიებში გამოჩნდება. კომპანიის ტკბილეულობის შორისაა ორეო და მილკა, ასე რომ, აპლიკანტები მათ ახალ ვერსიებს სხვებზე ადრე დააგემოვნებენ.

ფოტო: Mondelez International

არასრული სამუშაო განაკვეთი კვირაში მაქსიმუმ 8 საათს მოიცავს.