ზვიად კვაჭანტირაძემ ქართული ოცნების პარტია და ფრაქცია დატოვა. ამჟამად, დეპუტატი ბაქოში იმყოფება. როგორც მან ტელეკომპანია იმედთან განაცხადა, პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა.

როგორც თვითონ ამბობს, მისი გადაწყვეტილება პარლამენტში არსებულ სიტუაციაზე ერთგვარი პროტესტია:

"გადაწყვეტილება, რომელიც მე მიღებული მაქვს, არის ძალიან მტკივნეული და სრულიად არ მგვრის ეს სიამოვნებას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩემი გადაწყვეტილება იქნება სწორი და სწორი იქნება ჩემი თანამებრძოლებისა და მეგობრების წინაშე".

მოსამართლეების საკითხის გამო ქართული ოცნება დატოვეს ეკა ბესელიამ, გედეან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა. ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა კი მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით მის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თქმით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებმაც დატოვონ.

მმართველი პარტიიდან დეპუტატების წასვლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

ამავე თემაზე: