ვენეციაში ტურისტებს, რომლებიც ქალაქში ღამით არ დარჩებიან, სამი ევროს გადახდა მოუწევთ. ინიციატივა ვენეციის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა. გადასახადი სავარაუდოდ, მაისიდან დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

გადასახადი 2019 წლამდე შენარჩუნდება და 2020 წლისთვის 6-დან 10 ევრომდე გაიზრდება. გამოცემის ცნობით, გადასახადი არ შეეხება იმ ტურისტებს, რომლებიც ადგილობრივ სასტუმროებში დარჩებიან, ექვს წლამდე ბავშვებს, ადგილობრივებსა და სტუდენტებს.

როიტერსი წერს, რომ ვენეციას წლის განმავლობაში 25 მილიონი ადამიანი სტუმრობს, მათგან 14 მილიონი კი, ქალაქში ერთი დღით რჩება.