ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ 10 კლიშე, რომელსაც საპნის ოპერებში გამუდმებით ვაწყდებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ტელენოველები სავსეა კლიშეებით, ამ თემას მივყვებით და დამატებით ათ სტანდარტულ სიტუაციას გთავაზობთ.

გრიპი გაქვს, კიბეებიდან გორდები თუ ავარიაში ყვები - ამნეზია გარანტირებული გაქვს

მნიშვნელოვანი საუბრის დროს ძალიან (!!!) ახლოს ვიღაც დგას და გისმენს, თანაც ისე, რომ შენ ვერ ხედავ

დაკარგული შვილი აუცილებლად 20 (არც მეტი, არც ნაკლები) წლის შემდეგ უნდა გამოჩნდეს

თუ ვინმე არ მოგწონს, მარტივად შეგიძლია სასუნთქი აპარატიდან გამორთო

უბრალო ფეხის გადაბრუნებაზეც კი შეიძლება ეტლში აღმოჩნდე

"ძვირფასო, ეს ის არ არის, რაც შენ გგონია" - ფრაზა, რომელიც ყველა საპნის ოპერაში ჟღერს

ასიდან ერთი უარყოფითი პერსონაჟი ბოლოს აუცილებლად გახდება ყველაზე კეთილი გმირი

თუ ვინმე გკლავს, კომაშიც რომ იყო, ერთი წამით მაინც უნდა გამოფხიზლდე

მთავარი პერსონაჟის ძილის წამლით გაბრუება და მასთან ლოგინში ჩაწოლა

მდიდარ ბიჭს აუცილებლად უნდა შეუყვარდეს ღარიბი გოგო (ან პირიქით)

ბონუსი: რა დროც არ უნდა გავიდე, ვიქტორია რუფო არ უნდა შეიცვალოს