საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებიდან ფრაქციის სამმა წევრმა — გია ჟორჟოლიანმა, მერაბ წიკლაურმა და კობა ნარჩემაშვილმა დატოვოს. ის ფიქრობს, რომ უმრავლესობას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძეც დატოვებს.

"ვისაც გაცხადებული აქვს ამ გადაწყვეტილებასთან [უმრავლესობის დატოვება] დაკავშირებით, მათ შეიძლება დატოვონ. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა... მგონი, ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას", — თქვა ნაცვლიშვილმა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 4 დღის წინ დატოვა. უმრავლესობა ასევე დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.