ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის პარლამენტისთავმჯდომარედ დანიშვნა ივანიშვილის ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური შეცდომაა. მისი თქმით, ივანიშვილმა სხვა შეცდომებიც დაუშვა საკადრო დანიშვნების დრო და მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებებმა პრაქტიკაში ვერ გაამართლა.

"პარლამენტი სამართავად ყველაზე რთული ორგანოა და მენეჯმენტის თვალსაზრისით მათ სჭირდებათ გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსი და არა ისეთი გამოუცდელი ადამიანი, რომელიც პირველ საჯარო სამსახურს ამ თანამდებობა იწყებს", — განაცხადა ბესელიამ რუსთავი 2-თან საუბრისას.

პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატის რანგში ბოლო გამოსვლისას ბესელიამ კობახიძე გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ე.წ. ამბოხებული დეპუტატები ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულა. ბესელიამ განაცხადა, რომ კობახიძეს ბოდიში აქვს მოსახდელი. მანვე აღნიშნა, რომ ის არ არის პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარე და მან ვერ შეძლო პარლამენტის ღირსების დაცვა.

ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 4 დღის წინ დატოვა. დეპუტატმა წასვლის რამდენიმე მიზეზი დაასახელა. მათ შორის იყო, მოსამართეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერებისა და ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადების კანონპროექტების ჩაგდება პარლამენტში.