ნაციონალური მოძროაბის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, დღევანდელი შემთხვევის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კობა გვენეტაძე ბიძინა ივანიშვილის მძევალია.

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება იმართება შუშის სასახლიდან. მან [ბიძინა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, აუკრძალა ამ მნიშვნელოვანი თემის განხილვა. სამწუხაროა, რომ დაიშალა ეროვნული ბანკიც. მისი პრეზიდენტი არის ივანიშვილის მძევალი. მანფ დაკარგა მორალური უფლება, რომ იყოს პრეზიდენტი. დღევანდელი ამბიოს შემდეგ ის უდნა გადადგეს", — აღნიშნა გოცირიძემ.

ეკონომიკის დარგობრივი კომიტეტის სხდომა, სადაც თიბისი ბანკის საქმესა და ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციაზე უნდა ემსჯელათ ამ საკითხებზე მსჯელობის გარეშე დასრულდა. 57 წუთის განამვლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათბდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ფორმატზე დავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას მოყვა. მისი თქმით, საბანკო რეგულაციების შეფასება ჯერ ადრეა, თიბისი ბანკის საქმე კი ამ ფორმატში არ უნდა განიხილებოდეს.

გვენეტაძის განმარტებით, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ღია სხდომაზე, რომელსაც ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან მართებული არ არის და ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა. მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს. მისივე თქმით, კითხვებზე საპასუხოდ მზად იყო, თუმცა ყველა კითხვაზე ღია ფორმატში პასუხის გაცემა სწორი არ არის.

გვენეტაძის აზრს მხარს უჭერდნენ ქართული ოცნების დეპუტატები. საპირისპირო აზრზე იყვნენ ოპოზიციის წევრები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ევროპულმა საქართველომ მიიწვია. თავდაპირველი თემა ახალი საბანკო რეგულაციები იყო. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხელმძღვანელების გადაყენება მოითხოვა ევროპული საქართველოს დეპუტატებმა სხდომაზე მამუკა ხაზარაძეც მიიწვიეს. სხდომაზე დასწრებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დათანხმდნენ.

ეროვნულ ბანკმა გუშინ, 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც იმავე მიზეზებით განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქმის განხილვა არასწორია. დღევანდელ სხდომაზე კობა გვენეტაძეს არ ელოდნენ, თუმცა ის მაინც მივიდა.

თიბისი ბანკის საქმე

8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.

გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.