ეროვნული ბანკის პრეზიდნეტის, კობა გვენეტაძის თქმით საკომიტეტო მოსმენაზე რეგულატორის გადაყწვეტილებების განხილვა მის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა. მისივე თქმით, ეს გავლენის მოხდენის მცდელობაა.

"როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რაც შეიძლება ჩემი რეპუტაციის თვის შეიძლება ზიანი მიეყენებინა, რადგან პირველ რიგში ვზრუნავ ბანკზე, ფინანსურ სექტორზე. სანამ არ გაკეთდა ერთობლივი განცხადება თიბისის და ეროვნული ბანკისა, ამასთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ მოგვიცია. ამის შემდეგ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხთან იყო, საკმაოდ ნათელი და დეტალური მივეცით", — აღნიშნა გვენეტაძემ.

ეკონომიკური კომიტეტის ფორმატთან დაკავშირებით მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის 40-წუთიანი კამათი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც შესვენება გამოცხადდა.

ფორმატზე დავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას მოყვა. გვენეტაძის განმარტებით, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ღია სხდომაზე, რომელსაც ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან მართებული არ არის. მისი თქმით, მსგავსი პრეცენდენტი მსოფლიოში არ არსებობს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კომიტეტის სხდომაზე ევროპულმა საქართველომ მიიწვია. თავდაპირველი თემა ახალი საბანკო რეგულაციები იყო. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის ხელმძღვანელების გადაყენება მოითხოვა ევროპული საქართველოს დეპუტატებმა სხდომაზე მამუკა ხაზარაძეც მიიწვიეს. სხდომაზე დასწრებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დათანხმდნენ.

ეროვნულ ბანკმა გუშინ, 25 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც იმავე მიზეზებით განაცხადა, რომ ამ ფორმატში საქმის განხილვა არასწორია. დღევანდელ სხდომაზე კობა გვენეტაძეს არ ელოდნენ, თუმცა ის მაინც მივიდა.