ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი, ხუან გუაიდო საქართველოს ელჩს ბრაზიალიაში დავით სოლომონიას შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, გუაიდომ საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას ხუან გუაიდომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით ჰუმანიტარული კატასტროფა უახლოეს პერიოდში დაიძლევა და იმედოვნებს, რომ მადუროს რეჟიმი დემოკრატიული ტრანზიციის შედეგად დასრულდება.

საქართველოს ელჩის შეხვედრა ხუან გუაიდოსთან კოლუმბიის დედაქალაქში გაიმართა, სადაც ლიმას ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების თეთრმეტივე შევედრა მიმდინარეობს. შეხვედრიებში საქართველოს დელეგაციამაც მიიღო მონაწილეობა. საქართველო პირველად იქნა მიწვეული სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსით.

ბოგოტაში ჩატარებული შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ვენესუელაში მიმდინარე კრიზისული სიტუციის განხილვა. შეხვედრაზე ნიკოლას მადუროს მიერ ჰუმანიტარული დახმარების შეფერხება განიხილეს.

შეხვედრის ბოლოს ბოგოტას დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც ჯგუფის წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ხუან გუაიდოს, როგორც ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს. ისინი გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას აღმოუჩინონ ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარება ვენესუელელ ხალხს და მათ მიერ დემოკრატიულად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას.

ლიმას ჯგუფი წარმოადგენს 14 სახელმწიფოს გაერთიანებას, რომელიც 2017 წლის აგვისტოში პერუს დედაქალაქში შეიკრიბა და მიზნად ისახავს ვენესუელაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზებით მოგვარებას. ის გულისხმობს დიქტატორული რეჟიმის ცვლიელებას და სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრებას, პოლიტიკური პატიმრებისგათავისუფლებას და ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისადმი ვენესუელაში შემქნილი მდგომარეობის გამო.

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნითა და ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობით კარაკასში საპროტესტო აქციები იმართება. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და ოპოზიციონერმა, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 24 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ლათინური ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის, საქართველო, აშშ და კანადა.

ნიკოლას მადუროს კი მის მიერვე შექმნილი კონსტიტუციური ასამბლეა და ჯარი უჭერენ მხარს. მის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, კუბა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები.

ნიკოლას მადურო, ვენესუელას პრეზიდენტად პირველად 2013 წელს აირჩიეს. 2018 წელს 1 300 000%-იანი ინფლაციის მიუხედავად, ნიკოლას მადურო უკვე მეორედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა. საერთაშორისო ულტიმატუმის მიუხედავად ნიკოლას მადურო ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ აპირებს.

ვენესუელაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია შექმნილი. მადურო კი კოლუმბიიდან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარს ამბობს.