ლონდონის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში არაჯანსაღი საკვების რეკლამა აიკრძალა. 25 თებერვლიდან მეტროში, ავტობუსებში, მატარებლებსა და გაჩერებებზე გაქრება რეკლამა იმ საკვების, რომელშიც შაქრის, მარილისა და ცხიმის მაღალი შემცველობაა. ზოგიერთი ბანერი გარკვეული პერიოდით დარჩევა, რადგან კომპანიებმა რეკლამა ხანგრძილივი პერიოდით იყიდეს.

როგორც ლონდონის მერმა, სადიკ ჰანმა განაცხადა, მას სურს, ბავშვთა სიმსუქმნის პრობლემა გადაიჭრას და ამისთვის რადიკალური მეთოდებია საჭირო. ამასთანავე სარეკლამო ასოციაცია აღნიშნავს, რომ აკრძალავა გავლენას არ იქონიებს იმ დიდ სოციალურ გამოწვევებზე, რომელიც სიმსუქნეს იწვევს.

მერიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონელებს შანსს მისცემს, არჩევანი ჯანსაღ საკვებზე გააკეთონ. სარეკლამო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კი ამბობს, რომ ახალი აკრძალვის შედეგად მგზავრები უფრო მეტად დაზარალდებიან, რადგან კომპანიების შემოსავალი დაიკლებს, რაც ფასების ზრდას გამოიქვევს.