ვინ არის სამთავრობო ტროლი Avtandil Kereselidze — MDF-ის კვლევა
Facebook-გვერდებს, რომლებიც მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას ეწევა, სამთავრობო ტროლი, Avtandil Kereselidze მართავს. ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევაშია აღნიშნული. ფონდმა მონიტორინგი სოციალურ ქსელებში თიბისი ბანკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისა და ამ კამპანიის წყაროების იდენტიფიცირების მიზნით ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, ტროლი ოთხ გვერდს: იყავი და გაგეკეთებინა, პოლიტიკური სანაგვე, ჩვენთვის არავინაა, მოვკვდები საქართველოსთვის მართავს. ფონდმა დაადგინა, რომ რეალურად ეს ადამიანი არ არსებობს და ფოტოები მომხმარებელ Karo Manukyan-ს ეკუთვნის, რომელიც ერევანში ცხოვრობს.
"კლასიკური ტროლისგან განსხვავებით ავთანდილ კერესელიძის პროფილი არაერთ პირად ფოტოს მოიცავს, რაც ქმნის განცდას, რომ ის რეალური პიროვნებაა. მისი თაიმლაინიდან ჩანს აქტივობები და მისი პირადი ინტერესები, როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. ჩექინები გერმანიაში, პოსტები შთაბეჭდილებების შესახებ", — წერია კვლევაში.
ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც კერესელიძეს პირად ფოტოებში აქვს ატვირთული, ჩანს წარწერა Schüco. ამ სახელწოდების გერმალური კომპანია ფანჯრებსა და კარებს ამზადებს. კვლევაში წერია, რომ კერესელიძის მიერ ატვირთული სხვა ფოტოების yandex.people-ში გადამოწმებით, საძიებო სისტემამ იდენტური ფოტოები სხვადასხვა რუსულ გაცნობით პლატფორმებზე იპოვნა.
"ამის შემდეგ Karo Manukyan-ის პროფილი ფეისბუკში მოვიძიეთ. აღმოჩნდა, რომ ფოტოები, რომლებსაც ტროლი ავთანდილ კერესელიძე თავისად ასაღებდა, კარო მანუკიანს ეკუთვნის. მის შესახებ განყოფილებაში კი კარო მანუკიანს მითითებული აქვს, რომ გერმანულ კომპანიაში Schüco ტექნიკურ კონსულტანტად და სპეციალისტად მუშაობს", — აღნიშნულია კვლევაში.
ფოტო 2: MDF
კვლევაში წერია, რომ ავთანდილ კერესელიძის ყალბი პროფილით სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო გზავნილები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მადისკრედიტირებელი პოსტები ქვეყნდება.
"გზავნილების გასავრცელებლად ის მისივე მართულ სპამ ჯგუფებს იყენებს, ასევე კომენტარებს ტოვებს იმ გვერდების პოსტების ქვეშ, რომელთა ადმინისტრატორი თავადვეა", — წერია კვლევაში.
ფოტო: MDF
განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ Avtandil Kereselidze-ს ექაუნთით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც წერია, რომ ის რეალური პიროვნებაა და მის წინააღმდეგ ლიბერალურმა ორგანიზაციამ და მედიებმა შეტევა დაიწყეს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
კომენტარები