შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე კადრების ატვირთვის ფაქტისა და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელებას გულისხმობს.

დღეს, 25 თებერვალს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტში ბათუმის სკოლის მოსწავლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.