რემი მალეკს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე ჰქონდა, როცა ლეგენდარული ფრედი მერკურის განსახიერებითსვის, ოსკარის პირველივე ნომინაციაში კინოაკადემიის პირველი ჯილდო მიიღო.

წლის საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდოს მიღების შემდეგ, მალეკი ოსკარის სცენიდან ჩამოდიოდა, როცა დაეცა. 37 წლის მსახიობს დახმარება ჯერ გარშემომყოფებმა და შემდეგ ექიმებმა აღმოუჩინეს.

მსახიობი თავდაპირველად წინა რიგში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი — კულისების დახურულ ნაწილში.

ფოტო: Getty Images

ინციდენტის მიუხედავად, მალეკს დაზიანებები არ ეტყობოდა, როცა პრესისთვის განკუთვნილ ოთახში ჟურნალისტებს შეხვდა.

ამავე თემაზე: