ლედი გაგა წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი მთავარი ტრიუმფატორი გახდა. მსახიობი და მომღერალი ორ ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან ერთში გაიმარჯვა კიდეც.

საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში ოსკარის მიღების შემდეგ, მსახიობმა სიტყვაში ბრედლი კუპერიც მოიხსენია და მას ნდობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

დაუვიწყარი იყო მისი და ბრედლის შესრულებაც დოლბის თეატრის სცენაზე.

თუმცა, წლევანდელ ოსკარს გაგა თავს ყველაზე მეტად ამ ექვსი ფოტოთი დაამახსოვრებს, სადაც მისი ემოციები გამარჯვების შემდეგ ყველაზე კარგად ჩანს.