დღეიდან ლედი გაგა ოფიციალურად ოსკარის მფლობელი მომღერალია. მუსიკოსმა აკადმიისგან ღირსების პრიზი ბრედლი კუპერის ფილმისთვის A Star Is Born დაწერილი სიმღერისთვის მიიღო.

Shallow - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც კუპერმა და გაგამ დოლბის თეატრის სცენაზეც შეასრულეს.

მოგეხსენებათ, ოსკარის მიღება სულაც არ არის პატარა ამბავი. პირიქით, ისეთი პოპულარული ადამიანისთვისაც კი, როგორიც გაგაა, გამარჯვება ძალიან დამაბნეველი და ამაღელვებელი აღმოჩნდა.

სწორედ ამიტომ, სცენიდან გასულმა გაგამ პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ სასმელი მოითხოვა და მოგების აღნიშვნა და დამშვიდება ერთდროულად გადაწყვიტა.