შეუდარებელმა ლედი გაგამ ტრადიცია არ დაარღვია და წითელ ხალიჩაზე კვლავ მთელი დიდებულებით წარსდგა.

მსახიობს ოსკარის დაჯილდოებაზე ულამაზესი შავი კაბა ეცვა, რომელსაც ტიფანის უზარმაზარი, 128 კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

აღნიშნული ბრილიანტი 1960 წელს სპეციალურად ოდრი ჰეპბერნისთვის შეიქმნა, რომელიც მსახიობს საკულტო ფილმში საუზმე ტიფანისთან ამშვენებდა.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ბრილიანტის ღირებულება $30 მილიონია.