მართალია წლევანდელ ოსკარს წამყვანი არ ჰყავს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ცერემონია დიდებული სანახაობით გახსნილიყო.

სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო რადგან დოლბის თეატრის სცენაზე არც მეტი, არც ნაკლები Queen გამოვიდა.

ჯგუფმა მაყურებლის წინაშე ორი კომპოზიცია შეასრულა და როგორც ხედავთ, დარბაზი სანახაობით იმდენად მოიხიბლა, რომ სიმღერასაც აჰყვნენ და იცეკვეს კიდეც.