გაგიკვირდებათ და ენ ჰეთუემ ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ ჯეიმს ფრანკოსთან ერთად წაყვანილი ოსკარი საშინელება იყო.

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, მსახიობი წლევანდელი შოუს მონაწილეებს ამხნევებს და წერს, რომ უარესი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო უკვე მოხდა 2011 წელს, როდესაც ცერემონია მას მიჰყავდა.

რა თქმა უნდა ენი პირველი არაა ვინც მისი წაყვანილი შოუ ასე შეაფასა. ოსკარის ისტორიაში, ფრანკო-ჰეთეუეის ტანდემს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა.