ოსკაროსანმა ემა სტოუნმა, რომელიც წელს კიდევ ერთხელ არის წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, თავის კონკურენტს გამამხნევებელი წერილი მისწერა.

წერილი ფილმ Roma-ს მსახიობმა, მარინა დე ტავირამ თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

"მარინა, გილოცავ! ჩემთვის დიდი პატივია შენ გვერდით ვიყო ნომინირებული ამ კატეგორიაში. საუკეთესო ღამეს გისურვებ! სიყვარულით, ემა!", - წერია გამამხნევებელ წერილში.

ემა და მარინა, ემი ადამსთან, რეჯინა კინგთან და რეიჩელ ვაისთან ერთად ნომინირებულინი არიან საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე მეორეხარისხოვანი როლისთვის.