რამდენიმე წუთის წინ HBO-მ 2019 წლის სატელევიზიო სეზონის კიდევ ერთი ტიზერი გაავრცელა და შეგვახსენა, რომ წინ დიდებული შოუების ახალი სეზონები გველის. გარდა ამისა, რამდენიმე ახალი სერიალიც დააანონსა.

გავრცელებულ ტიზერში ჩანს სამეფო კარის თამაშების რამდენიმეწამიანი კადრიც, რომელიც შოუს ფინალისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის.

ასევე, ვხედავთ Big Little Lies-ის ახალ სცენასაც სადაც მერილ სტრიპი, ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, ლორა დერნი და შეილინ ვუდლი ჩანან.

როგორც ტიზერში ხედავთ, HBO 2019 წლის სეზონზე ნამდვილად არაჩვეულებრივ სანახაობას გვთავაზობს.