The Lobster-ის, The Killing of a Sacred Deer-ისა და The Favourite-ის რეჟისორმა, ოსკარის სამგზის ნომინანტმა იორგოს ლანთიმოსმა ახალი ფილმი დააანონსა.

Pop. 1280 - ასე ერქმევა მის ახალ, ვესტერნის ჟანრის ფილმს სადაც წინასწარი ინფორმაციით ერთ-ერთ მთავარ როლს მისი ფავორიტი მსახიობი ოლივია კოლმანიც შეასრულებს.

ფილმის სიუჟეტი პატარა ქალაქში ვითარდება და შერიფ ნიკ კორის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის აღწერაში ვკითხულობთ: შერიფი ნიკი თავისი დროის უდიდეს ნაწილს ჭამასა და ძილში ატარებს, თუმცა ერთ დღესაც ის მკვლელობას ჩაიდენს და ყველაფერი იცვლება.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის დაიწყება ფილმის გადაღებები.