ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობების მოპარვის ბრალდებით უწყების თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პროკურატურაში მიაწოდეს.

ამ თემაზე მასალას ტელეკომპანია რუსთავი 2 ამზადებს. არხის ინფორმაციით, ბიუროს ექსპერტმა რამდენიმე ათეული ათასის ნაკეთობები მოიპარა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ამ მუხლით სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება ისჯება შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობით.